თიბისი ბანკმა სამთო ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებული გარიგების გამო პრესტიჟული ჯილდო მიიღო

თიბისი ბანკმა სამთო ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებული გარიგების გამო პრესტიჟული ჯილდო მიიღო

პრესტიჟულმა ფინანსურმა გამომცემლობამ, Trade and Forfaiting Review, თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქცია, 2014 წელს, მსოფლიოში 15 საუკეთესო ტრანზაქციას შორის დაასახელა.

ეს ტრანზაქცია გულისხმობდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც, თიბისი ბანკის მიერ გაცემული საერთაშორისო აკრედიტივების მეშვეობით, „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" შეძლო ხელოვნური თოვლის მწარმოებელი აპარატურის იმპორტი იტალიიდან, რისი დახმარებითაც, გუდაურსა და ბაკურიანში, ბუნებრივი პირობების მიუხედავად,  სათხილამურო სეზონის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

საქართველოს სამთო კურორტების -  გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტთა რაოდენობის მატებას და შესაბამისად  ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების გაზრდას.

"ჩვენ ვამაყობთ ამ მნიშვნელოვანი აღიარებით, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებისა და კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით მოვიპოვეთ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრანზაქციით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ტურიზმის განვითარებას საქართველოს ზამთრის კურორტებზე ," განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ჟურნალი Trade and Forfaiting Review  საუკეთესო გლობალური ტრანზაქციების გამოსავლენად კონკურსს ყოველ წელს ატარებს. წელს ამ კონკურსზე მსოფლიო მასშტაბით 180 ტრანზაქცია  იყო წარდგენილი. სწორედ ამ 180 ტრანზაქციას შორის შეირჩა 15 საუკეთესო.

თიბისი ბანკთან ერთად გამარჯვებული ბანკები არიან ისეთი ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა:  HSBC, RBS, Deutsche Bank, Citi, ING, Société Générale, ABN AMRO და BNP Paribas.