„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ღამით ქერჩის ქუჩაზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ღამით, გლდანის რაიონში, წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალურ მილდენზე გადაუდებელ  სამუშაოებს განახორციელებს. კომპანია საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაგისტრალური მილის იმ დაზიანებულ მონაკვეთს ჩაუტარებს, რომელიც ქერჩის ქუჩაზე, რესტორან „ქართლის" მიმდებარედ გადის. სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით,  დღეს, 6 თებერვლის 21:00 საათიდან, 7 თებერვლის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ქერჩის, ლაგურაშვილის, ღვალაძის, გაბაშვილისა და ხარაძის ქუჩებს, შესახვევებითა და ჩიხებით.

თემქის III მ/რაიონსა და მუხიანის „სამხედრო დასახლებას".

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 7 თებერვლის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.