დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელთანკესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. მხარეებმა ყურადღება საქართველოში ევროკავშირისმისიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ რუსეთსა და ოკუპირებულრეგიონებს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობაზეც ისაუბრეს.
„ეს იყო ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი შეხედულებებიუსაფრთხოების საკითხებსა და იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და მის გარშემოხდება. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიისა და ორგანიზაციის საქმიანობისადმი. ჩემი მხრივ, დავადასტურე EUMMის მზადყოფნა კვლავაცგანაგრძოს მუშაობა, მონიტორინგი, ანგარიშგება ადგილზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულსასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისათვის", - კესტუტის იანკაუსკასმა.