უწყებათაშორისი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

უწყებათაშორისი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კახი კანდელაკი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ხელმძღვანელი, თინათინ კეზელი ესწრებოდნენ.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი საგანგებოდ შეიქმნა 2015 წლის შემოდგომაზე ინგლისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს პოპულარიზაციის ხელშწყობის მიზნით. სამუშაო ჯგუფის პირველ შეკრებზე მხარეემბა ქართული კულტურის, ღვინის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტურისტული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის ერთიან კონცეფციაზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელშიც საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას.