კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ღამით, ინტენსიფიკაციის ქუჩასა და აღმაშენებლის ხეივანში გამავალ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანია საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს 900 მმ-იან და 1200 მმ-იან მაგისტრალური მილების დაზიანებულ მონაკვეთებს ჩაუტარებს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 4 თებერვლის 20:00 საათიდან, 5 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, ქ. მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესისა და სოფ. დიღმის ნაწილს
სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი
ბაგებსა და ვაკის რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 5 თებერვლის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).