სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური აუდიტის ანგარიშთან და მასში გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით განმარტავს:
აუდიტის ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია არაერთხელ გავრცელდა მედიასაშუალებებით.
ამასთანავე, 2014 წლის 24 სექტემბერს საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას სამინისტროდან გაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული ანგარიშში აღნიშნულ შენიშვნებთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია და მოსაზრებები.