ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანიები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანიები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დღეს, ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა  აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

 „არ გამიძვირო ლუდი!“ - ამ სახელწოდების  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში    „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, “ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ  და „კასტელ საქართველოს“გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

მათი თქმით, აღნიშული ცვლილება და ცვლილებებისთვის გამოყოფილი არაგონივრული  ვადა მათ ბიზნესს ძლიერ დააზარალებს. რეალურად, საქართველოს მთავრობამ ცვლილებების შესახებ მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმობლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

ქართველი ბიზნესმენები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

 „ეს დარგი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენი ინტერესები იყოს განხილული პრემიერმინისტრის დონეზე და არ შეეწიროს დარგის პერსპექტივები მოკლევადიან წინადადებებს“ -განაცხადა  „ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ.