ლიბერთი ბანკმა ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა

ლიბერთი ბანკმა ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა

ლიბერთი ბანკმა ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს 10,000-მდე ფიზიკურ და 100-მდე იურიდიულ პირს.

ფილიალში ასევე ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით სარგებლობა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს კომუნალური და სხვა გადასახადების გარდა საკუთარ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის, ასევე ლიბერთი ბანკში არსებული ნებისმიერი სესხის დაფარვის შესაძლებლობა ექნება.

ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს.

ამჟამად  ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.