გახსნის ცერემონია ქუთაისში ჭავჭავაძის 8/4-ში გაიმართა და პირველ 100 მომხმარებელს „გორგიასგან“ სპეციალური საჩუქარი გადაეცა.
ჰიპერმარკეტი „გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ქუთაისის მერმა შოთა მურღულაიამ გახსნა. ჰიპერმარკეტის გახსნას 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.
3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული 20 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება.
„ჰიპერმარკეტის გახსნა ქუთაისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით“, - აცხადებენ ჰიპერმარკეტ „გორგიაში“.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 80-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის ახალი კონცეპტის შესაბამისად გადამზადდა.
ჰიპერმარკეტ „გორგიას“ პირველი ობიექტი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს და მომხმარებელს 25000-მდე დასახელების პროდუქტს საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.