არასამთავრობო ორგანიზაცია „ მშობელთა ხიდი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა 1998 წელს დაარსეს ხოლო 2004 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დღის ცენტრი გაიხსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,ლიბერთი ბანკის" საშუალებით განხორციელდა.
ცენტრი ყოველდღიურად 45 ბენეფიციარს ემსახურება და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე ხორციელდება მუსთერაპია, არტთერაპია, ქორეოგრაფია, შრომათერაპია, დრამთერაპიას
დღეიდან ცენტრში ლიბერთი ბანკის დახმარებით განახლებული სასადილო გაიხსნა რომელიც ბენეფიციართა ორჯერად კვებას უზრუნველყოფს.
ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისში გოცირიძის #2;