„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელი კომპანია Georgian Global Utilities Limited (GGU) საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლას გეგმავს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, GGU-ს კომპანია Bank Of Georgia Holding-ი გაუწევს დახმარებას, რომელიც ამ დროისთვის GGU-ს აქციების 25%-ის მფლობელი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ პროექტისა, რომელიც კომპანიის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლას და ახალი, კვალიფიციური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მომდევნო კვირას, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელობა სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.