„ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური“

„ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური“

ამა წლის 7 დეკემბერს ქ. რომში Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, (მისამართი: Via Del Serafico 1) 15 საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ მართავს საზეიმო კონცერტს:  “ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური”, რომლის ორგანიზებაში ასევე აქტიურად მონაწილეობენ დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები. კონცერტი მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო სულიერებისა  და კულტურის ხელთუქმნელი საგანძურის, ევროპელი მსმენელისთვის წარდგენას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარასკევს, 5 დეკემბერს 13:00 საათზე ფონდის „ქართული გალობა“ ოფისში, (მის: თბილისი, გერგეთის #3 )  გაიმართება პრესკონფერენცია.

მნიშვნელოვანია, რომ       აღნიშნული კონცერტი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ტრადიციული ქართული გალობისა და სიმღერის პოლულარიზაციაში გარკვეულ წვლილის შეტანას ემსახურება. კონცერტი ასევე მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის საგანძურის, ევროპელი მსმენელებისთვის წარდგენას.

კონცერტში  მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოს  ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები ბრიუსელიდან, ფლორენციიდან, ბარსელონადან, დიუსელდორფიდან, მიუნხენიდან, პარიზიდან და რომიდან.

ფონდი „ქართული გალობა“  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II  ლოცვა-კურთხევით და მეცენატ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად დაისახა ქართული  კულტურის, ხელოვნების ტრადიციული დარგების და გამორჩეულად ქართული სიმღერა-გალობის მხარდაჭერა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფონდმა  უამრავი საკონცერტო, მხატვრულ-შემოქმედებითი  და სამეცნიერო-კვლევითი  პროექტი განახორციელა. რომში გასამართი  საღამოც ერთ-ერთი მათგანია.