ედ უოლი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა

ედ უოლი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ვინსკონსინის შტატის (აშშ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანი ედ უოლი და მისი თანმხლები დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წევრებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სტრუქტურა და ფუნქციონირების თავისებურებები გააცნო. სტუმრები ადგილზე გაეცნენ თავისუფლებაშეზღუდულთა საყოფაცხოვრებო და სასწავლო პირობებს, დაათვალიერეს საწარმოები, სატრენაჟორო დარბაზი, პროფესიული გადამზადების, სამეცადინო ოთახები.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო  ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემასთან 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. ვისკონსინის შტატის დელეგაცია, გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების მიზნით, საქართველოს მიმდინარე წლის სექტემბერშიც ეწვია.