გლდანის რაიონის გამგეობამ შშმ პირებს უმასპინძლა.

გლდანის რაიონის გამგეობამ შშმ პირებს უმასპინძლა.

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ  გამგეობაში გამართულ უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოება “აისისა“ და “იას“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები მიიწვიეს. სტუმრებს  გამგებლი მიესალმა. ამავე საზოგადოების წევრებმა  წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. გლდანის გამგეობასთან დამეგობრებულმა საქველმოქმედო ფონდმა “სიცოცხლის ხემ“ და მისმა დირექტორმა თორნიკე გურულმა ბატონ ბესიკ ქარცივაძესთან ერთად ერთერთ ბენეფიციარს ლეპტოპი გადასცა, ხოლო ,,აისისა“ და ,,იას“ ყველა წევრს  ქართულ ენასა და მათემატიკაში  განსავითარებელი წიგნები დაურიგა.

ღონისძიება გლდანის პარკის  ბავშვთა გასართობ ცენტრში გაგრძელდა, სადაც დირექტორმა თამაზ ჩუბინიძემ  მათ საზეიმო შეხვედრა  მოუწყო, ბიზნესმენმა, თემურ გოცირიძემ კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.