ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების " ლიდერები ამ წუთებში აშშ-ის სენატის დელეგაციას ხვდებიან. შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც. აშშ--ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი და სენატორი ლინდსი გრემი.