კასპის მუნიციპალიტეტში თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დ ასაქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს.

შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალურიარხის ფილტრაციის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. არხი მოპირკეთდება მონოლითური ბეტონით.

მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი გაეცნო.

,,ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად,შიდა ქართლის რეგიონისოთხ  სოფელში  - ოკამი, იგოეთი, სამთავისი, აღაიანი - დაახლოებით 2000 ჰექტარი მიწის ფართობზე  წყლის მიწოდება გაუმჯობესდება”, - განაცხადა ლევან დვალმა.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში და ქართლში 6 სხვადასხვა ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია უტარდება ტირიფონის, ჭალისარხის, სასირეთის არხის, ჩოჩეთის არხისდა  თეზი-ოკამის სარწყავ სისტემებს.