სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ახალი ოფისის გახსნისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად ზაზა დოლიძე წარადგინა.
ზაზა დოლიძე მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩევლად, იყო შსს-ის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი ორგანიზაციული მართვის საკითხებში. შრომითი საქმიანობა ზაზა დოლიძემ 2006 წელს შპს პე-ეს-პე ფარმაში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად დაიწყო. 2011 წლამდე პე-ეს-პე ფარმაში იგი მუშაობდა კორპორატიული გაყიდვების სამსახურის უფროსად, ხოლო მოგვიანებით, 2012-2013წწ. პე-ეს-პე დაზღვევის დირექტორად. 2013-14 წლებში ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს“.
2014 წლის წლის 26 ნოემბრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის N443 ბრძანებით, ზაზა დოლიძე დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად.
ზაზა დოლიძე დაიბადა 1981 წელს, 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობით ზოგადი პროფილის ექიმი. დამატებით მას გავლილი აქვს ბიზნესის ადმინისტრირების კურსი თავისუფალ უნივერსიტეტში, (ESM-თბილისი).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გადაწყვეტილებით, ზურაბ ჩეკურაშვილი, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლად.