სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შეგროვების  უნიფიცირებული სისტემა შეიქმნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემა შეიქმნება

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ერიკ ლივნიმ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების მეთოდოლოგიას და განსაზღვრავს იმ პროდუქტთა სიას, რომელთა ფასების შეგროვებაც უნდა მოხდეს რეგულარულად, სამინისტროს გეგმების შესაბამისად.  

მემორანდუმის ფარგლებში, ISET-ი განახორციელებს ფასების პერიოდულ მონიტორინგს, როგორც მინიმუმ ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ინფორმაციას მიაწოდებს სამინისტროს.