სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ვისკონსინის შტატის დოდჯის სასჯელაღსრულების მაღალი რისკის მიმღებ დაწესებულებას ეწვია.
ქართულ დელეგაციას მასპინძლობა ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულების ხელმძღვანელებმა გაუწიეს და კოლეგებს სისტემის მართვისა და მონიტორინგის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ქართული მხარის განსაკუთრებული ყურადღება რისკების მიხედვით პატიმრების კლასიფიკაციის მექანიზმმა მიიპყრო, რომლის მიხედვითაც დოდჯის მიმღები დაწესებულებიდან პატიმრები სხვადასხვა ტიპის საპატიმროებში ნაწილდებიან.
დოდჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 674 თანამშრომელია დასაქმებული და ამ დროისთვის 1573 პატიმარია განთავსებული.