5 წლის განმავლობაში, ლიბერთი ბანკმა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და მომსახურების ახალი არხი შექმნა.
2009 წლის სექტემბერში, ახალი ინვესტორის და მენეჯმენტის ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ განხორციელდა ბანკის რებრენდინგი და ბაზარზე „სს ლიბერთი ბანკი“ გამოჩნდა. მას შემდეგ ბანკში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც ბანკთა შორის რეიტინგში ლიბერთი ბანკმა მეშვიდე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი საქართველოს საბაზრო სექტორთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება. 2009 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე, ბანკის აქტივები გაიზარდა 453.4%-ით, ხოლო საბანკო სექტორის აქტივები გაიზარდა 142.7%-ით; ლიბერთი ბანკის მთლიანი სესხები გაიზარდა 710.6%-ით, ხოლო იგივე მაჩვენებელი საქართველოს საბანკო სექტორისთვის 124.0%-ს შეადგენდა. ასევე აღსანიშნავია კლიენთა დეპოზიტების ზრდის ტემპი - ლიბერთი ბანკში ეს მაჩვენებელი 769.3%-ით გაიზარდა, ხოლო საბანკო სექტორში მხოლოდ 206.5%-ით. ლიბერთი ბანკი ემსახურება 1.5 მილიონამდე ფიზიკურ პირს, 95,000-ზე მეტ იურიდიულ პირს და საქართველოში მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს.
5 წლის განმავლობაში, ლიბერთი ბანკმა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და მომსახურების ახალი არხი შექმნა. 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბანკმა მომხმარებელს წამახალისებელი აქციები შესთავაზა. აქციები 19 სექტემბრიდან დაიწყო და 19 ოქტომბერს დასრულდა. დამატებით გაიამრთა Facebook კონკურსი, რომელიც 20 ნოემბერს დასრულდა. აქციების ფარგლებში, საჩუქარი ათმა იღბლიანმა მომხმარებელმა მიიღო. პრიზები გადაეცათ:
· ონლაინ განვადების ყოველ მე-100 მომხმარებელს - გამოვლინდა 2 გამარჯვებული;
· SmartPAY მომსახურების გამოყენებით, ყოველ მე-1,000 მსესხებელს - გამოვლინდა 2 გამარჯვებული;
· მობილური ბანკის აპლიკაციის გამოყენებით, ყოველი მე-1,000 ტრანზაქციის ავტორს - გამოვლინდა 4 გამარჯვებული;
· ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით შესრულებული ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორს - გამოვლინდა 1 გამარჯვებული;
· Facebook კონკურსის გამარჯვებულს - გამოვლინდა 1 გამარჯვებული.
იღბლიან მომხმარებლებს საჩუქრად ‘‘Apple’’-ის მობილური ტექნიკა გადაეცათ.
დამატებითი დეტალები წამახალისებელი აქციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: https://libertybank.ge/5years/
ლიბერთი ბანკი მსგავს წამახალისებელ აქციებს ახლო მომავალშიც გეგმავს.