ხვალ, დილიდან ქ. რუსთავის მოსახლეობა სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს - კომპანია „რუსთავის წყალმა" ხრამის სათავო ნაგებობაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გარკვეული დროით გადადო.
შესაბამისად, ხვალ, დილის 11:00 საათიდან, რუსთავის მოსახლეობა სასმელ წყალს ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიიღებს.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება „რუსთავის წყალმა" წყალსადენის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად გადადო, რაც ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელზე კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული კი, კომპანიის მხრიდან, სათანადო მომზადებას საჭიროებს.