თიბისი ბანკმა თბილისის მერიისა და სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კომპანიების თანამშრომელთა შორის გამართულ სპარტაკიადაში პირველი ადგილი აიღო.
ორგანიზაციების თანამშრომელთა შორის სპარტაკიადის ფინალური მატჩი 9 ნოემბერს გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში პირველი ადგილი სწორედ თიბისელებმა მოიპოვეს. შესაბამისად, ჯამური ქულებით თიბისი ბანკს პირველი ადგილისათვის განკუთვნილი საამაყო თასი გადაეცა.
ქალთა შორის პნევმატური იარაღით სროლაში თიბისელმა ნათია ძნელაძემ პირველობა საუკეთესო შედეგით მოიპოვა. ბილიარდშიც გამარჯვებულად თიბისელი ლაშა პეტრემღვდლიშვილი დასახელდა.
მინი ფეხბურთის ათმა მოთამაშემ, რომელსაც გუნდის კაპიტანი ნიკა ენუქიძე ხელმძღვანელობდა, ბევრი ორგანიზაციის ძლიერი გუნდი მოიტოვა უკან, ფინალში გავიდა და გამარჯვებაც მოიპოვა. საუკეთესო მეკარე თიბისელი ბექა გერაძე აღმოჩნდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ თიბისელი გიორგი ჩანტლაძე დასახელდა. საერთო ჯამში თიბისი ბანკმა 4 თასი და 12 მედალი დაიმსახურა.