მთის არხის რეაბილიტაცის შემდეგ, ქვემო ქართლში დამატებით 620 ჰა ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.
აღნიშული სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიწმინდება მაგისტრალური არხი, არსებული ამორტიზებული წყალგამშვები კვანძები ახლით შეიცვლება; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (აკვედუკი, მილხიდი); მოეწყობა ახალი მილხიდები; მაგისტრალური არხიდან ბაგრატის არხის კვებისათვის მოეწყობა წყალმიმღები ჭა; ასევე, მოეწყობა ახალი შიდასამეურნეო ქსელი ტიპიური წყალგამშვებებით.
მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის - (ეგიაური, კასუნლო,ულაშლო, აღმამედლო,კაჩაგანი, თექალო) 620 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება.
სარემონტო სამუშაოებს, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება, შპს „ინვესტსტროირეგიონი“ ასრულებს და მისი ღირებულებაა 2 996 990 ლარი.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, ქვემო ქართლში მთის არხის სარწყავი სისტემის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდოულად 12 სხვადასხვა სისტემაზე ახორციელებს.