გიორგი მღებრიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

გიორგი მღებრიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე მინისტრებმა პენიტენციური სისტემაში დაგეგმილი რეფორმა და პრობაციის სისტემის საკითხები განიხილეს.

„დეტალურად განვიხილეთ პრობაციის სისტემის საკითხი. თუ როგორი სიტუციაა ამ მხრივ საქართველოში და როგორია ამ სისტემის მუშაობის შედეგები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შედეგები გაქვთ და აღნიშნულ გამოცდილებას გამოვიყენებთ. ასევე განვიხილეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების რეფორმირების საკითხი და  ერთმანეთს ამ მხრივ არსებული გამოცდილებაც გავუზიარეთ.“ -აღნიშნა ჰოვანეს მანუკიანმა.

 „შეხვედრა საინტერესო იყო, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც როგორც სომხეთის, ისე საქართველოს პენიტენციური სისტემის დღის წესრიგში დგას. ჩემს კოლეგას გავაცანი რეფორმაც, რომელიც ჩვენს სისტემაში უახლოეს მომავალში განხორციელდება” - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.