10 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
ჟიურის წევრები გამარჯვებულს დაასახელებენ და დააჯილდოებენ.
ჟიურის წევრები არიან: გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, გოგა ჩანადირი, ეკატერინე ჟვანია და სოსო გალუმაშვილი.
ჯეპრას კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოიფინება ყველა შემოსული ნამუშევარი.