სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგნეტოს აჭარისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქ.ბათუმში მდებარე საშაურმეში ი/მ ,,ვარდო კონცელიძესა " და წყალტუბოში (სოფ.ქვიტირში) მდებარე რესტორანს ი/მ ,,ამირანი +" კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერეს საწარმოო პროცესი. ორივე მათგანში დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, შენობა არ არის აღჭურვილი სათანადო ვენტილაციით.
ბიზნესოპერატორები მუშაობას განაახლებენ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ.
ჩამოთვლილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ორივე ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა 1000-1000 ლარით.