2014 წელს ნათესი ფართობების მაჩვენებელი გაზრდილია

2014 წელს ნათესი ფართობების მაჩვენებელი გაზრდილია

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე ინფორმაციას ავრცელებს.

2014 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების  ნათესი ფართობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და  შეადგენს 322.5 ათას ჰექტარს, რაც 3.8 %-ით აღემატება 2013 წლის და 24%-ით 2012 წლის მაჩვენებელს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის მონაცემებში არ შედის 2014 წლის მესამე კვარტალში დათესილი კულტურების ნათესი ფართობები, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება მონაცემების დაზუსტების შემდგომ.

სიმინდის ნათესი ფართობი 2014 წლისათვის შეადგენს 151 ათას ჰექტარს, რაც 2012 წელთან შედარებით 31%-ით მეტია.

კარტოფილის და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურების ნათესი ფართობი შეადგენს 46.5 ათას ჰა-ს, საიდანაც დაახლოებით 50%-ზე მეტი კარტოფილის ნათესებია.

ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია პირუტყვის სულადობის მაჩვენებელი. 2014 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა 6.6 %-ით; ცხვრისა და თხის სულადობა გაიზარდა 10.6 %-ით; ფრინველის სულადობა გაიზარდა 13.6 %-ით; რძის წარმოება გაიზარდა 4.6 %-ით; კვერცხის წარმოება გაიზარდა 2.9 %-ით.

ასევე სტაბილურად იზრდება ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. 2013 წლის ბოლოსათვის ფუტკრის ოჯახების რაოდენობა შეადგენდა 399 ათას სკას, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სექტორში შემოსულია 6.1 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც 85 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2013 წელს 2012 წელთან შედარებით, აგროსურსათის ექსპორტი 51%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.