"პაშა ბანკმა“, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს, 2014 წლის 24 ოქტომბერს, სპონსორობა გაუწია Business Brilliance Award ცერემონიას. აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group–ი იყო.
Business Brilliance Award ცერემონია და ბიზნესის განვითარების ფორუმი თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა. ფორუმი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე ლიდერებისთვის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტებისათვის იყო განკუთვნილი.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მსოფლიო მნიშვნელობის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების მასტერკლასებს დასწრებოდნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მსოფლიო ბრენდების : Microsoft, Greenwich Willage PR, Bupa, UNICEF პრეზენტაციები.
ამ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიო კლასის სპიკერების და წამყვანი ლიდერების რჩევები, მათი ხედვა დინამიურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე საკითხებზე და რეალური მაგალითები მათი გამოცდილებიდან.
„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. თვალყურს ვადევნებთ სართაშორისო კომპანიების შემოსვლას. უცხოური ინვესტიციების მოცულობაც იზრდება. მიმაჩნია, რომ ამ სიახლეების გათვალისწინებით ადგილობრივ ექსპერტებს გამოადგებათ ის თანამედროვე ტენდენციები და ინფორმაცია, რომელიც სპიკერებსა და ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ მათ გაუზიარონ,“ - თქვა "პაშა ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.
მამმადოვის სიტყვებით, "პაშა ბანკისთვის" დიდი პატივია ასეთი რეპუტაციის ცერემონიის სპონსორობა. “მას შემდეგ, რაც "პაშა ბანკი" საქართველოს ბიზნეს საზოგადოებას შეუერთდა ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ვიზიარებთ ქართული ბიზნესის განვითარების პასუხისმგებლობას,“ – აღნიშნა მამმადოვმა.
„მინდა მივულოცო გამარჯვებულებს. Business Brilliance Award–ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და მისი მოგება ორგანიზაციის ხარისხსა და მისი მმართველი გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ - არიან საუკეთესონი იმ საქმეში, რასაც აკეთებენ და აღნიშნული გამარჯვებით მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს“, - თქვა მამმადოვმა.