23 ოქტომბერს კომპანია „ნატახტარმა“ პროფესიული კოლეჯი „ბლექსის“ ბარმენების მოსამზადებელ კლასში სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი წარადგენა, რომელიც კომპანიის მხრიდან ბარმენების პროფესიულ განათლებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.
ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებს „ნატახტარის“ და „ბლექსის “ ბარმენების სკოლის წარმომადგენლებმა პროექტის დეტალები გააცნეს და ლუდისგან გამაგრილებელი სასმელების მომზადება ასწავლეს. მედიის წარმომადგენლებს მისი დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.
ნინო სურმავა, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
„კომპანია ნატახტარი ზრუნავს ხარისხზე ლუდის წარმოების ყველა ეტაპზე, ამის დასტურია ევროპაში მიღებული მონდ სელექშენის ოქროს მედალიც. პროფესიულ სასწავლებლებთან კომპანიის მიზანია, რომ ბარებსა და რესტორნებში ლუდის შეთავაზება და ჩამოსხმა უფრო პროფესიულ დონეზე ხდებოდეს. სწორედ ამიტომ გვინდა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მომავალ ბარმენებს, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ ლუდის ჩამოსხმა,”
შეხვედრას ესწრებოდნენ, კოლეჯის პედაგოგები, სტუდენტები, აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
კომპანია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ბარმენების სკოლებს აღჭურვავს ლუდის ჩამომსმხმელი დანადგარებით, სპეციალური ჭურჭლითა და სხვა საჭირო მასალით, რათა მომავალმა ბარმენებმა უკეთესად აითვისონ ლუდის ჩამოსხმის ტექნიკა და აპარატურის მოვლის უნარები, რაც მომავალში საქართველოს ყველა ქალაქის და კუთხის ბარებში, პაბებსა თუ რესტორნებში უზრუნველყოფს მომხმარებელთა უკეთეს მომსახურებას და ლუდის მოხმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. ანალოგიური ღონისძიება თბილისში, პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ბარმენების მოსამზადებელ კლასში 2 ოქტომბერს გაიმართა.