ოთარ დანელიამ „ქართული ღვინის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

ოთარ დანელიამ „ქართული ღვინის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი, სადაც საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი  300-მდე ღვინის სახეობიდან  პროფესიულმა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები 16 კატეგორიის მიხედვით შეარჩია.

ღვინის კონკურსის 1-ლი და მე-2 ტური, 22 - 24 ოქტომბერს, თბილისობა 2014 ფარგლებში მოწყობილ  „ღვინის ქალაქში“  გაიმართა. 

26 ოქტომბერს, რესტორან ქალაქურში კონკურსის შედეგები საზეიმოდ გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანიები სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ  მაია ბარათაშვილი, თამთა ცხვიტავა და ჯაზბენდი “big band”.

დღესვე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაფუძნდა „ღვინის ორდენი“ რომელიც, წელს პირველად, ბოლო დროს ღვინის სფეროში განხორიელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის 3 პიროვნებას - ნუგზარ ქსოვრელს,  ბონდო კალანდაძეს და მეუფე დავით  ალავერდელს გადაეცა.

,,ქართული ღვინის კონკურსის“ გამარჯვებული კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ქართული ღვინის კონკურსის შედეგები

(პროფესიონალური ჟიურის არჩევანი)

I კატეგორია- საუკეთესო წინანდალი

1. კორპორაცია ქინძმარაული

2. GWS-ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია

II კატეგორია- საუკეთესო კახური თეთრი ღვინო

1. თელიანი ველი, გლეხური/რქაწითელი

 

III კატეგორია- საუკეთესო საფერავი

1. კომპანია „კახური“

2 კომპანია „თბილღვინო“

IV კატეგორია- საუკეთესო პრემიალური საფერავი

1. ბადაგონი

2. თელავის ღვინის მარანი/ სატრაპეზო

3. კომპანია „თელედა“

4. მილდიანი

V კატეგორია- საუკეთესო მუკუზანი

1. კომპანია „შუმი“

2. თელიანი ველი

VI კატეგორია- საუკეთესო ქინძმარაული

1. თელავის ღვინის მარანი

2. ვაინმენი

VII კატეგორია- საუკეთესო ხვანჭკარა

1. ბადაგონი

2. შუხმან ვაინს ჯორჯია

VIII კატეგორია- საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო

1. ვინივერია- „ქისი“

2. კორპორაცია ქინძმარაული- „მწვანე“

VIII –N კატეგორია -  საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

1. შალვინო- „კარდენახი“

2. ძმები ასკანელები - „ტვიში“

IX კატეგორია- საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო

1. კორპორაცია ქინძმარაული- „ყვარელი“

2.  თბილღვინო- „ნაფარეული“

IX-N კატეგორია -  საუკეთესო წითელი პრემიალური მშრალი ღვინო

1. შატო მუხრანი- „შავკაპიტო“

IX -P კატეგორია - საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

1. თელავის ღვინის მარანი - „ახაშენი“

X კატეგორია - საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

1. კახური ტრადიციული მეღვინეობა- საფერავი როზე

2. მეღვინეობა „ხარება“ საფერავი როზე

XI კატეგორია- ფუნებრივი წითელი მშრალი ღვინო

1. ლუკასი- საფერავი

2. პეტრიაანთ მარანი- საფერავი

XII კატეგორია- საუკეთესო უსახელოური

1. მეღვინეობა ხარება

XIII კატეგორია- საუკეთესო ბუნებრივი თეთრი მშრალი

1. იაკობ ჭიღლაძე/ საქ. ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება/ ჩინებული