ჟერარდ ბასე ლაუნჯ ბარში „ფუნიკულიორი“  ქართულ მედიას შეხვდა

ჟერარდ ბასე ლაუნჯ ბარში „ფუნიკულიორი“ ქართულ მედიას შეხვდა

დღეს ფრანგი სომელიე „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ღვინოებს დააგემოვნებს.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო თამადას მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრა. ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ტრადიციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.

დღეს, ფრანგი სტუმარი  მთაწმიდის პლატოზე, ლაუნჯ ბარში „ფუნიკულიორი“ ქართულ მედიას შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ჟერარდ ბასე და ღვინო თამადა აღნიშნულ ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს. რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მოხმარები კულტურის გაზრდას საზღვრებს გარეთ.   ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე  შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან  თანხვედრაშია და ექსკლუზიურად ღვინო თამადას გემოვნურ თვისებებს ერგება.

ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, რესტორან „ფუნიკულიორის“  ქართველ შეფ მზარეულებთან მარიკა საჯაია და ჯორჯ სილვასთან  ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და  გემო უკეთ შევიგრძნოთ. დღეს, ფრანგი სტუმარი აღნიშნულ კერძებს და „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ღვინოებს დააგემოვნებს.

ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა.  შეფ მზარეულად და სომელიედ განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ  1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაში მეორე ადგილზე გავიდა  (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული , მნიშვნელოვანია, რომ სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება). 

ჟერარის კარიერის მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ტალანტების  აღმოჩენის და მათი მხარდაჭერისა და შთაგონების უნარი. მან ბარმენებისა და სომელიეების ხალგაზრდა თაობა გამოზარდა, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც ჟერარი უაღრესად ამაყობს.  2011 წლის ივნისში ჟერარი დედოფლის დაჯილდოების საპატიო სიაში იყო შეტანილი და OBE მიიღო პრინცესა ანასგან 2011 წლის ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ეს მისი და მისი ოჯახისთვის უაღრესად ღიშესანიშნავი მომენტი იყო.