„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში დამატებითი ურდულების მონტაჟს გეგმავს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში დამატებითი ურდულების მონტაჟს გეგმავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისის თითქმის ყველა უბანში, წყალსადენის ქსელებზე დამატებითი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟს ახორციელებს. ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას კომპანია ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან სხვადასხვა დიამეტრის დამატებითი ურდულების გათავსება საშუალებას იძლევა, რომ სამომავლოდ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების პროცესში,  წყალმომარაგება მაქსიმალურად მცირე არეალს შეუწყდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, საღამოდან, ვაკის რაიონში დამატებითი ახალი ურდულების მონტაჟს გეგმავს. ასევე, მოხდება არსებული ურდულების პროფილაქტიკური შემოწმება, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში კი - მათი რეაბილიტაცია. დამატებითი ურდულების მონტაჟი მოხდება ჭავჭავაძის გამზირისა და ნაფარეულის ქუჩის კვეთაზე, ასევე,  ნაფარეულისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე გამავალ ქსელებზე, საპროფილაქტიკო სამუშაოები კი ვაკის რაიონის სხვადასხვა ქუჩის ქსელებზე ჩატარდება. ტექნიკურ სამუშაოებს, რაც აუცილებლად მოითხოვს გარკვეული არეალისთვის წყალმომარაგების შეწყვეტას, მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, კომპანია ღამის საათებში განახორციელებს.

ამ მიზნით, დღეს, 24 ოქტომბრის 20:00 საათიდან 25 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის, ვერისა და საბურთალოს ზოგიერთ ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 25 ოქტომბრის 10:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 25 ოქტომბრის 13:00 საათისთვის წყლის მიწოდება სრულად აღდგება.

 წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).