რიჩარდ ნორლანდი უკვე თბილისშია. შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოს დღეს, გამთენიისას, მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ეწვია.დიპლომატის ოჯახს აეროპორტში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ. სამუშაოს ის დღეიდანვე შეუდგება და მონაწილოებას მიიღებს ამბასადორიალში, მანამდე კი რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით ნორლანდს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელიან. დღესვე იგეგმება ვიზიტი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. დიპლომატმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. რიჩარდ ნორლანდი 32 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. 1993 წელს ეუთოში იყო საქართველოს მისიაში შეერთებული შტატების წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მუშაობდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე. იყო ელჩი უზბეკეთში, ელჩის მოადგილე ავღანეთსა და ლიტვაში, ბოლოს კი მუშაობდა ამერიკის ომის ეროვნულ კოლეჯში მეთაურის მოადგილედ. ახალი ელჩი ფლობს რუსულ, ფრანგულ და ნორვეგიულ ენებს. რიჩარდ ნორლანდი საქართველოში შეერთებული შტატების მეშვიდე ელჩია.