კოალიცია "ქართული ოცნების" წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნაჭყებიამ სოფელ ობუჯის ჯაღირას უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატს ტექსტი არ შეუცვლია.ის ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ივანიშვილის "წარმატებულ პროექტებზე" საუბრობდა. ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობამ ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია,რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის პროცესში კი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მოულოდნელად გაუჩინარდა. ჯაღირას უბანში ხელჩართული ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა. მათთვის უცნობი გიორგი ნაჭყებია ისევ უცნობად დარჩა.