ხუდონჰესის პროექტის ე.წ ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება, ადგილობრივი მოსახლეობის მოტყუებას, დროის გაჭიანურებას და ხუდონის მშენებლობის ჩაშლას ემსახურება.
ენერგეტიკოსის განმარტებით, ბახტურიძე, ბარამიძე, კობახიძის მიერ შეთავაზებული ვარიანტი ჯერ კიდევ 10 წლის წინათ არის დაწუნებული, რაზეც შესაბამისი სამეცნიერო დასკვნაც არსებობს.
ენერგეტიკის აკადემიის ვიცე–პრეზიდენტის ანზორ ჭითანავას განცხადებით, აღნიშნული ვარიანტის პროექტად განხილვაც არ შეიძლება.
ამ დასკვნის გაკეთება ვიზუალურად და არსებული მასალების მიხედვით, დამატებითი შესწავლის გარეშეც არის შესაძლებელი. არ არის გათვალისწინებული საინჟინრო- გეოლოგიურ პირობები. ფიზიკურ–მექანიკური მახასიათებლები, მათ შორის გრუნტის სიმტკიცის არ არის დამაკმაყოფილებელი. რისკი, მცოცავი გრუნტის დასველების შემდეგ კი უფრო იზრდება. მორფოლოგიური მახასიათებლებიც არადამაკმაყოფილებელია. ხეობაში 300 მ –იანი კაშხლის მშენებლობა კი ფანტაზიის ნაყოფია. ამ პროექტის შესწავლას 3 წელი და რამდენიმე მილიონი ესაჭიროება. ბოლოს კი უარყოფითი დასკვნა იქნება.
გამოდის რომ ეს კამპანია „ბლეფია“ და ხუდონჰესის მშენებლობის ჩაშლას ემსახურება, არა და ჰესმა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. ინვესტორი მზად არის სოციალური ვალდებულებები უფრო გაიზარდოს, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით არის გათვალისწინებული – „ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები იმაზე უარესი არ უნდა იყო ვიდრე არის“. უმჯობესია ფორმულირდეს „პირობები არსებულზე უკეთესი უნდა იყოს“.
ჭითანავას განმარტებით, ბახტურიძე, ბარამიძე,კობახიძის ნამუშევრისგან განსხვავებით, ხუდონჰესის პროექტის გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) ყველაზე სრულყოფილია, რადგან ათეული წლებია ამ პროცესში ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან ჩართული, რომელთა შრომები კაშხლის მოწყობის 8 მოდელთან ერთად სახელმძღვანელოებშია შესული. პროექტი აკმაყოფილებს როგორც მაღალი კაშხლების საერთაშორიო კომიტეტის, ასევე აშშ-ის სამხედრო ინჟინრების კორპუსის ნორმატივებს.