საქართველოს გენერალთა კლუბმა USAID–ის (აშშ–ს განვითარების ფონდი) „ღია კარი“–ს პროგრამის ფარგლებში მოიპოვა გრანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე ომის ვეტერანთა (1992–1993 და 2008 წლები) სოციოლოგიური კვლევის პროექტის განსახორციელებლად.
ასეთი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა სრული სურათი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ომის ვეტერანთა კორპუსი. კვლევის შედეგები შეიძლება გახდეს გზამკვლევი ხელისუფლებისათვის ვეტერანთა სამოქალაქო საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. შედეგებზე დაყრდნობით გენერალთა კლუბმა შეიმუშავა რიგი რეკომენდაციებისა, რომელიც ხელს შეუწყობს ომის ვეტერანთა რესოციალიზაციის პროცესს
კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ამა წლის 28 თებერვალს 13 საათზე აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტში (იეთიმ გურჯის ქ.№7–ბ). პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ოფიცრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.