საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 7 და 10 მარტს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
ამ დღეებში, თბილისის, ქუთაისის,თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა #5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა #11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულება და რუსთავის #17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.