№14 დაწესებულების მსჯავრდებულთათვის კონცერტი გაიმართა

№14 დაწესებულების მსჯავრდებულთათვის კონცერტი გაიმართა

2014 წლის 24 თებერვალს, გეგუთის №14 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით  კონცერტი გაიმართა. მომღერალი  გიო ხუციშვილი და მისი ბენდი - „გიო და ბიჭები“ მსჯავრდებულების წინაშე  2 საათიანი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ.  მუსიკალური ნომრები  თავად მსჯავრდებულებმაც შეასრულეს. ღონისძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და გეგუთის  №14 დაწესებულების ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით და შემსრულებლებისა და მუსიკოსების მხარდაჭერით, სხვადასხვა  დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის არაერთი კონცერტი და შოუ-პროგრამა გაიმართა. გიო ხუციშვილმა და მისმა ბენდმა,  მუსიკოს მერაბ სანოძესთან ერთად, მსგავსი პროგრამა ქსნის №15 დაწესებულების მსჯავრდებულებსაც წარუდგინა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.