25 თებერვალს, 12:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია.
თიბისი ბანკი მონაწილეობას მიიღებს 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების კონკურსის წესით დაფინანსებაში. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში ერთვება კერძო ბიზნესი.
პრეს კონფერენციას გამართავენ მამუკა ხაზარაძე (თიბისი ბანკის დამფუძნებელი) და ნანა ჯანელიძე (ეროვნული კინოცენტრის დირექტორი).