სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პრობაციის სისტემის მენტორთა გადამზადება იწყება. სასწავლო ცენტრში 5 დღის განმავლობაში გაივლის სწავლებას პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით შერჩეული 13 მენტორი და სასწავლო ცენტრის 4 წარმომადგენელი, რომლებიც შემდგომში მენტორების მუშაობაზე სუპერვიზიას განახორციელებენ.
პრობაციის მენტორინგის კონცეფცია და ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტის „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.