"თიბისი გალერეაში" ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება "თიბისი გალერეაში", ხვალ, პირველი ქართული ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი გალერეადან" აცნობეს, "ქართულ ლექსიკონზე" ლექსიკოგრაფთა ჯგუფი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლექსიკონი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის აქტიურ სიტყვიერ მარაგს მოიცავს და სასწავლო დანიშნულებისაა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ წიგნის შემდგენლები, ასევე დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, მზექალა შანიძე, რატი ამაღლობელი.