სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა თბილისში, ვორონინის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან 130 კგ ხორცი ამოიღეს. ხორცს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელი სასაკლაოს გვერდის ავლით, ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე არის დაკლული და, შესაბამისად, საეჭვოა მისი წარმომავლობა. გარდა ამისა, პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 300 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.