„მარგებელი ჰოლდინგი“ საერთაშორისო გამოფენაზე „Gulfood 2014“ მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ჰოლდინგში შემავალი კომპანიების „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „წყალი მარგებელის“ პროდუქცია.
Gulfood-ი კვების მრეწველობის სფეროში უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად 5 დღის განმავლობაში იმართება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4500-ზე მეტი კომპანიის 20 000 ბრენდი, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 80 000-ს აღწევს. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნა და 27 თებერვლამდე გრძელდება.
„ჩვენი კომპანიები წელს პირველად ესწრებიან გამოფენას საკუთარი სტენდით, სადაც დაინტერესებულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ მარნეულისა და წყალი მარგებლის პროდუქცია. გამოფენა წარმატებული გამოდგა, როგორც მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის ასევე წყალი მარგებლისთვის, შეხვედრები იმართება მსხვილ სავაჭრო ქსელებთან და საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიებთან, “ - აღნიშნავს „მარნეულიs სასურსათო ქარხნის“ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.