22 თებერვალს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევითა და საქართველოს რაგბის ფედერაციის დახმარებით, თბილისში აღრიცხვაზე მყოფი 50 პრობაციონერი რაგბიში „ერთა თასის“ ტურნირის ეგიდით გამართულ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. სპორტულ ასპარეზობას პირობით მსჯავრდებულებთან ერთად ადევნებდნენ თვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგიძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
პრობაციის ეროვნული სააგენტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას, რაც მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება