პრობაციის რეგიონული ბიუროების ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა, ხანდაზმულთა დასახმარებლად, კახეთსა და თბილისში ჰუმანიტარული აქციები მოაწყვეს.
”კათარზისის” პერსონალს ხანდაზმულთა მოსახურეობაში ამჯერად თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პრობაციონერი ქალბატონები დაეხმარნენ. მათ მოხუცებს სადილი გაუწყვეს. აღსანიშნავია, რომ თბილისელი პირობით მსჯავრდებულები „კათარზისს“ ბენეფიციართა მომსახურებაში 2013 წლიდან სისტემატურად მონაწილეობენ.
მოხუცებულთა დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში ჩაებნენ კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებიც. მათ თელავის სათნოების სახლის მოხუც ბენეფიციარებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, სადილი შინ მიართვეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს ჩადენილი შეცდომის გააზრებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.