გიორგი მარგველაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართული გამოფენის „ხელოვნება მართავს“ გახსნას დაესწრო. პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა ქვეყნისპირველი პირის ინიციატივით მოეწყო. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც გამოფენაზე ოჯახთან ერთად მივიდა, ქართველი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერა.
„ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია და ის ადგილი, სადაც გვსურდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციის, ქართული ნიჭიერების და ხელოვნების მიმართსწრაფვის წარმოჩენა სწორედ თანამედროვე კონტექსტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „არტარეა“. სასახლის ჰოლში დღეს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ხელოვნების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ 50-მდე ქართველი შემოქმედის ნამუშევრები ენახათ, რომელთა შორის იყო ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი,პერფორმანსი და ინსტალაცია.
ხვალიდან გამოფენის დათვალიერების მსურველები სასახლეში სტუმრობას 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შეძლებენ. ექსპოზიცია 23 თებერვლამდე გაგრძელდება.