კახა კალაძე:

კახა კალაძე: "დარწმუნებული ვარ, ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად განხორციელდება"

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის გიუნტერ ოტინგერის შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების იდეას. რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, მოლაპარაკებები დაახლოებით, 6-8 თვე გაგრძელდება და შეთანხმებაზე ხელმოწერა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მოხდება. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრეს.

"ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ვეროული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ გავააქტიუროდ ჩვენი ენერგეტიკული დიპლომატია ამ მიმართულებით. ენერგეტიკა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია" _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ევროკომისარმა მეგობრული დახვედრისა და თბილ გარემოში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

შეხვედრაზე საუბარი იყო მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე.

დღეს, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ხუდონჰესის პროექტის შესახებ  და განაცხადა:

"ხაიშში აუცილებლად ჩავალ და მერე გაირკვევა  ექნება თუ არა შედეგი ჩემს ვიზიტს და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დავარწმუნებთ თუ არა იმ გარკვეულ ნაწილს, ვინც ამ პროექტის განხორციელებას რადიკალურად ეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარხუდონჰესის პროექტი განხორციელდება" - განაცხადა კალაძემ.