აქცია „მარტივი ფული“ გაგრძელდა 2014 წლის 1–ელ ივნისამდე.

აქცია „მარტივი ფული“ გაგრძელდა 2014 წლის 1–ელ ივნისამდე.

საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ Express Card-ის მომხმარებელთა მოთხოვნით აქცია „მარტივი ფული“ გაგრძელდა 2014 წლის 1–ელ ივნისამდე. აქციის „მარტივი ფული“ შედეგად უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო საჩუქრად 5 ლარი. ამასთან, ვინც ჯერ კიდევ არ ფლობს საქართველოს ბანკის Express Card-ს, აქციის ფარბლებში სრულიად უფასოდ შეუძლია აიღოს ბარათი საქართველოს ბანკის ნებისმიერ Express სერვისცენტრში.

აქციის „მარტივი ფული“ ფარგლებში, Express Card-ით მინიმუმ 5 ლარის გადახდის შემთხვევაში საქართველოს ბანკის POS ტერმინალში, ყოველ მეათე გადახდაზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარს.  მიღებული 5 ლარი მომხმარებელს ჩაერიცხება მისივე Express Card–ზე და ნაჩუქარი ფულითაც შეძლებს სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენას.

აქციის განმავლობაში ასევე მოქმედებს Express ქულების დაგროვების პროგრამაც, რომლის მეშვეობითაც Express Card–ით ყოველი გადახდისას მომხმარებელი იღებს 10 ქულას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.expresscard.ge