„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ასორტიმენტს ზრდის

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ასორტიმენტს ზრდის

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ გამოშვებული პროდუქცია მომხმარებელმა დიდი ხანია უკვე აღიარა და შეიყვარა. უგემრიელესი მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი  მომწოდებელი „მარნეული აგროა“, სადაც ყოველწლიურად ხდება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 2013 წელს გადანაწილება დაახლოებითასეთი იყო: ნედლეულის 40%- ს საკუთარი მინდვრებიდან, ხოლო 60%  ქართულ ბაზარზე მოღვაწე ფერმერებიდან იღებდა. საწამოში მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდება.  აღსანიშნავია, რომ 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი.

„მომავალი სეზონისთვის მოსავლის აღების ტექნოგიებში ინვესტიციების ვდებთ, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ კიდევ უფრო დიდი წარმოება ბაზრისთვის.  საქართველოს კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიტრის მოსავალი ორ სეზონზე გადავანაწილოთ. პირველი სეზონის მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, ხოლო მეორე მოსავალი სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. 2013 წელს კიტრის რეკორდული მოსავალი მივიღეთ. ქარხანაში კიტრის გადასამუშავებლად ევროპელი მწარმოებლების ცნობილი დანადგარებია, რაც უზრუნველყოფს წარმოებულის მაღალ დონეს და ხარისხს. არსებული ტექნოლოგიური ხაზები კომპანიას საშუალებას აძლევს ნედლეული დააფასოვოს შემდეგ ფორმატებში: 200, 250, 370, 580, 730, 1000, 3000 მლ-იან შუშის  შეფუთვებში, 210,425, 830 გრამიან თუნუქის ქილებში. ასევე დიდ მოცულობებში ჯემები დაფასოებულია 5, 10 და 20 კილოგრამიან სათლებში, კორპორატიული მომხმარებლებისთვის 2013 წლიდან დავამატეთ თუნუქის 14 და 18 ლიტრიან შეფუთვებშიც“ - განმარტავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.

2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა კომპანიას უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის.შესაბამისად, 2013 წელი „მარნეულის სასურსათო“ ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება, ამის მაგალითია სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები, კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო,  განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. დღეისათვის „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ტომატ პასტის ბაზრის დაახლოებით 30% უკავია, ხოლო კიტრის მწნილის - 40%,