პრობაციონერს უფასო მკურნალობა ჩაუტარდება

პრობაციონერს უფასო მკურნალობა ჩაუტარდება

პირობით მსჯავრდებულ აკაკი გ-ს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, სარეაბილიტაციო კურსი და მედიკამეტოზური მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდება.

დედოფლისწყაროს პრობაციის ოფისში, აკაკი გ-ს მიმართ ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობისას, გაირკვა, რომ პრობაციონერს ფსიქიკური ხასიათის პრობლემები აღენიშნებოდა, რაც სირთულეებს უქმნიდა მისი ოჯახის წევრებს. პრობაციის ოფიცრის ხელშეწყობით, პირობით მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა დედოფლისწყაროს რაიონში არსებულ კლინიკა ”რეგიონალურ ცენტრში”. კლინიკის დირექციასთან მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ პაციენტი კლინიკის ბაზაზე უფასოდ გაივლის ექვსთვიან სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს და, ასევე, უფასოდ მიიღებს საჭირო მედიკამენტებს.